понедельник, 17 ноября 2008 г.

пятница, 14 ноября 2008 г.

შობა–ახალი წელი საქართველოში

1.პროექტის სახელი: შობა–ახალი წელი საქართველოში
2.პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შობა–ახალი წლის ტრადიციის შესწავლა–გაანალიზება.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ქმნიან მუშა–ჯგუფებს,ინაწილებენ დავალებებს საქართველოს კუთხეების მიხედვით,რათა თითოეული კუთხის შობა–ახალი წლის ტრადიცია
ძირფესვიანად შეისწავლონ.ამისათვის გეგმავენ საველე სამუშაოებს,რათა შეხვდნენ ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენლებს,აიღონ მათგან ინტერვიუები,შეადგინონ ფოტოალბომი,აუდიომასალა,შექმნან ჩანახატები.
წინათ,საქართველოში ახალი წელი ბარბარობას,17 დეკემბერს დგებოდა.ერწო–თიანეთში ეს დღესასწაული თანდათან გაქრა.ამიტომ აქ შობას,7 იანვარს იყო ახალი წელი.
შობის ღამე განსხვავებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში (სუფრა და შეხვედრის წესი).მაგალითად, ზოგან აუცილებელია ლობიოს ბაკლა,ზოგან ცხრაწვენა ფაფა და ა.შ. ამას მოსდევდა თამაშობანი : "ფხოჭაობა","ლუჭყიკუტობა" (ანუ ლუწი–კენტობა) და სხვა .
მოსწავლეები იკვლევენ შობის დღესასწაულში რა დოზითაა შერწყმული წარმართული რწმენა–
–წარმოდგენები.ისინი აკვირდებიან რა არის ახალი "ალილოს " დღესასწაულში,რა იყო წარსულში და
დაიკარგა.მოიძიებენ ხალხში გაბნეულ თქმულებებს,იწერენ და შემდეგ ჩანახატების სახით გადმოსცემენ
შთაბეჭდილებებს.
მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიერ საშობაო სამსხვერპლოს მოძიება. საქართველოს ზოგ კუთხეში შობისთვის კლავდნენ ღორს,ზოგან მამალს. მაგალითად,რაჭაში შობის ღამეს კლავდნენ ორ
ყვინჩილას: საოჯახოსა და საანგელოზოს.
ყველა კუთხეს აქვს თავისი ხიბლი.ამიტომ მოსწავლეები თითოეულ მათგანს საკუთარი მოძიებული მასალით წარმოადგენენ და უფრო გაუღვივდებათ ისტორიული მასალის შესწავლის
ინტერესი.საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,კვლევა საველე სამუშაოების სახით,ინტერვიუების ჩაწერა,ფოტო და ვიდეო
მასალების მოძიება,დისკუსიები,თეატრალური წარმოდგენის მოწყობა,ჩანახატების გაკეთება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით,ფოტოალბომის შექმნა,გამოფენის პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი,გამოფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე,ჩანახატები,ფოტოები,ვიდეომასალა,პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებს,შეადარებენ
ერთმანეთს,წარსულიდან რა შემორჩა და რა დაიკარგა. მოიძიებენ საშობაო დღესასწაულის ევოლუციურ
საფეხურებს და სწავლობენ,თუ რა დამკვიდრდა ახალი(მაგალითად,ევროპიდან გადმოღებული),ადგენენ
ტრადიციების გარდაქმნის მიზეზებს.მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს,თითოეული კუთხის საშობაო
რიტუალში როგორ ვლინდება ქართული ხასიათი.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია– შობა–ახალი წლის კუთხური ტრადიციების შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ცალკეული
ეთნოგრაფიული კუთხეების ისტორიას,ზნე–ჩვეულებებს,მათ ეპოქალურ სახეცვლილებებს,რწმენა–წარმოდგენებს და ადამიანთა წვლილს კულტურის,ხელოვნების,მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გეოგრაფია– გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს,შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას,ლანდშაფტს,კლიმატს და მის გავლენას ამ კუთხის ხალხზე.
ქართული ლიტერატურა–სხვადასხვა საშუალებებით(ინტერნეტი,წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,მხატვრული ტექსტის გაგება,თვითგამოხატვა,
მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ხელოვნება–შეისწავლიან ხელოვნების ნიმუშებში როგორ არის განხილული შობის დღესასწაული.
რელიგია–მოძიებული მასალების საფუძველზე შეისწავლიან,საქართველოს თითოეულ კუთხეში რა
დოზით არის შერწყმული წარმართული რწმენა–წარმოდგენები საშობაო რიტუალთან.
საინფორმაციო ტექნოლოგიები– ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა, ისტ–ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 63–ე საჯარო სკოლა–ლელა აბაშიძე lelaaba@gmail.com, ბლოგის მისამართი–http://63shoba-axaliweli.blogspot.com/
თბილისის 82-ე საჯარო სკოლა–გია ენუქიძე gia.gia912@gmail.com, ბლოგის მისამართი–http://www.shobis-tradicia.blogspot.com
თბილისის 83–ე საჯარო სკოლა–ლია მარანელი liamaraneli@gmail.com, ბლოგის მისამართი–http://www.xevsureti-lia.blogspot.com
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა ტარუღიშვილი.
თბილისის 124–ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mtarugishvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea82793
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://www.shoba-marina.blogspot.com