понедельник, 17 ноября 2008 г.

1 комментарий:

მარინა ტარუღიშვილი комментирует...

ძველად გურიასა და სამეგრელოში
საახალწლო სიმბოლოდ ჩიჩილაკს თვლიდნენ.ახალ წლამდე 2 კვირით ადრე
მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ.ახალი წლის წინა ღამით კი კერიის ცეცხლზე ქერქს "დაბრაწავდნენ".მერე კანს გააცლიდნენ,თლას დაუწყებდნენ და მცირე ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად
იყო,წვერს ჯვარედინად გაყოფდნენ და ორ ჩხირს ჩაარჭობდნენ.ჩხირებზე ბროწეულსა დავაშლს ჩამოაცვამდნენ(ბარაქისა და სისავსის დასაბედებლად),მოგვიანებით ფორთოხალსაც უმატებდნენ.
ჩიჩილაკს რთავდნენ სუროს
შავმტევნიანი და ეკალას წითელმარცვლიანი ტოტებით.მათგან ხშირად გვირგვინსაც წნავდნენ და ჩიჩილაკს თავზე ადგამდნენ,გვირგვინზე
დებდნენ კვერცხითა და ყველით შეზავებულ გულამოჭრილ კვერს,სულ ზემოთ კი თავს იწონებდა ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი ჯვარი და კვერები(ე.წ."ყვინჩილები").
ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც
ეკიდა(ფრთებსა და ბოლოზე ბუმბულებს
უტოვებდნენ),ქარვის კრიალოსნით ან უბრალო მძივითაც რთავდნენ და არც შინ ჩამოქნილი თაფლის სანთელი ავიწყდებოდათ.


პროექტის ფასილიტატორი
მარინა ტარუღიშვილი